Thursday, August 4, 2011


მოგესალმებით საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან - რაჭიდან, სადაც სამი ტრენერი ვმუშაობთ. ყოველ საღამოს გვაქვს გასვლები რაჭის ულამაზეს ადგილებში. შემოვიარეთ ამბროლაურის და ონის თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ამბროლაურის რესურსცენტრს და №2 საჯარო სკოლის დირექტორს მინდია ცხვედიანს, განსაკუთრებულ მადლობას კი - ამბროლაურის რაიონის რესურეცენტრის IT მენეჯერს - გიორგი დონაძეს.

ამბროლაური: ონი:
მაია ჯოხაძე - №2 საჯარო სკოლა; ლალი გიგაური - ონის საჯარო სკოლა
დათო ნოზაძე - №1 საჯარო სკოლა;


Sunday, July 3, 2011

ამბროლაური




ამბროლაური — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, აგრეთვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულიარიონის და კრიხულის შესართავთან. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 2,5 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ამბროლაურში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.